saqarTvelos xeobebi - zemo afxazeTis xeoba
ზემო აფხაზეთის ხეობა (იგივე კოდორის ხეობა) - მდინარე კოდორის ხეობა აფხაზეთში, რომელიც დე ფაქტო გამყოფ ზოლს წარმოადგენს საქართველოს იურისდიქციის გარეთ მყოფი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დანარჩენ საქართველოს შორის. 1993 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე ხეობა აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი იყო, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა.
პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა 2005-2008 წლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის აღსანიშნავად.
ტერმინი 2005 წლიდან ეტაპობრივად ჟღერდებოდა სხვადასხვა მასობრივ საშუალებებში კოდორის ხეობის ნაცვლად, 2006 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანებულება კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად წოდებისა, შესაბამისად ტერმინი ადმინისტრაციული ერთეულის ოფიციალური დასახელება გახდა.
2008 წლის აგვისტოში ზემო აფხაზეთი დაკავებული იქნა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების მიერ. მას შემდეგ ტერმინმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ფაქტობრივად აღარ გამოიყენება.
გაეროს 937-ე რეზოლუციით 1994 წელს საქართველოში გაეროს დამკვირვებელ მისიას კოდორის ხეობაში დაეკისრა ორი მისია: 1. საქართველოს შეიარაღებული ძალების ხეობიდან გამოყვანის მონიტორინგი; 2. კოდორის ხეობის რეგულარული პატრულირება.
2006 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა მიხაის სააკაშვილმა გასცა ბრძანებულება კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთად წოდებისა.
2008 წლის აგვისტოში ზემო აფხაზეთი დაკავებული იქნა რუსეთის საოკუპაციო ნაწილების მიერ.